,,გულბაათ რცხილაძე არ არის “ობიექტივის” წევრი“ – ირმა ინაშვილი

“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი და ტელეკომპანია “ობიექტივის” დამფუძნებელი, ირმა ინაშვილი ამბობს, რომ სუს-ის მიერ დაკავებული გულბაათ რცხილაძე “ობიექტივის” წევრი არ არის – ინაშვილის განმარტებით, რცხილაძეს მხოლოდ საავტორო გადაცემა მიჰყავდა.

“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერის თქმით, მისთვის დაუჯერებელია, რომ რცხილაძე შეიძლება ჯაშუშურ საქმიანობაში ყოფილიყო ჩართული.

გულბაათ რცხილაძე იყო ერთ-ერთი საავტორო პროექტის დამოუკიდებელი წამყვანი. ის არ არის “ობიექტივის” წევრი. მას მიჰყავდა საავტორო გადაცემა. ჩემთვის არის სრულიად გაუგებარი, როგორ შეიძლება არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი, რომელიც საჯარო ბრიფინგებს მართავს, საჯაროდ მიჰყავს გადაცემა, ამ კონფერენციებსაც საჯაროდ ესწრება, რომელსაც არანაირი საიდუმლო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა არ აქვს სინამდვილეში და ვერც შეიძლება ჰქონოდა, როგორ შეიძლება ყოფილიყო ჯაშუშურ საქმიანობაში ჩართული? მე ამას ვერაფრით ვერ დავიჯერე”, – აცხადებს ირმა ინაშვილი. 

ჯაშუშობის ბრალდების გულბაათ რცხილაძე სუს-მა დღეს დააკავა. სუს-ი ამბობს, რომ დაკავებული ორი ქვეყნის სპეცსამსახურებს სისტემურად აწვდიდა სადაზვერვო ხასიათის ინფორმაციას. რციხლაძეს  8-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს