პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"გუდაურში ზაფხულის განმავლობაში მიმდინარე ჯავშნების 85% გაუქმდა" - მირანდა ესაკია

"გუდაურში ზაფხულის განმავლობაში მიმდინარე ჯავშნების 85% გაუქმდა" - მირანდა ესაკია

მთის კურორტების ბიზნეს ასოციაციის თანადამფუძნებლის, მირანდა ესაკიას ინფორმაციით, ზაფხულის სეზონზე გუდაურში სასტუმროთა ჯავშნების ძირითადი ნაწილი გაუქმდა, რაც ისრაელ-ირანის კონფლიქტმა გამოიწვია. ამის შესახებ ესაკიამ BMG-ს ეთერში ისაუბრა.
"გუდაურში სეზონი დაიწყო კარგად, სასტუმროების 90% იყო დაჯავშნილი სექტემბრის ბოლომდე, მაგრამ, სამწუხაროდ, 12-13 ივნისს, იმ ქვეყნებიდან, საიდანაც ჩვენი ზაფხულის სეზონის დამსვენებლები არიან, ყველა ფრენა გაუქმდა. 14-მა ავიაკომპანიამ შეაჩერა რეისები თბილისში, 5-მა ბათუმში - ეს არის ფრენები ახლო აღმოსავლეთის და გალფის ქვეყნებიდან და ისრაელიდან, რომელიც ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბაზარია. შესაბამისად, მთელი ზაფხულის განმავლობაში მიმდინარე ჯავშნების 85% გაუქმდა. მაინც გვაქვს მოლოდინები, რომ [ცეცხლის შეწყვეტის] მიღწეული შეთანხმების შედეგად, შეიძლება ნაწილობრივ აღდგეს ჯავშნები და ფრენებიც, თვის ბოლოდან ველოდებით ამ ცვლილებებს", - განაცხადა მირანდა ესაკიამ.

არქივის შესახებპირველწყარო: bm.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 ივნისი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.