არქივი16 ნოემბერი, 2023, 10:36
გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე, მიმდინარე საგზაო სამუშაოების გამო, 16 ნოემბერს 15:30 სთ-დან 17:30 სთ-მდე დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია 19:00 სთ-მდე.
ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.