არქივი29 ივლისი, 2024, 14:57
გუდაურთან მომხდარი ტრაგედიიდან 2 წელი გავიდა
გუდაურთან მომხდარი ტრაგედიიდან რა დროსაც 8 ადამიანი - მათ შორის, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის მფრინავები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები და ექიმები დაიღუპნენ, 2 წელი გავიდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ტრაგედიის დროს დაღუპული ოთხი მფრინავი და ორი მაშველი დაჯილდოვდა სამინისტროს I ხარისხის მედლით - „განსაკუთრებული დამსახურებისათვის“.
ორი წლის წინ, 2022 წლის, 29 ივლისს სამაშველო ოპერაციის შესრულებისას სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა კატასტროფა განიცადა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.