ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გუგეშაშვილი კვლავ არ ათამაშეს, ჩოგაძე გააძევეს, ოდიშარია განაცხადში არ იყო

გუგეშაშვილი კვლავ არ ათამაშეს, ჩოგაძე გააძევეს, ოდიშარია განაცხადში არ იყო

ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე „პაოკმა“ ორი მატჩის ჯამში „ვოლფსბერგერს“ 1:0 სძლია და მესამე რაუნდში გავიდა.
სალონიკში პირველი შეხვედრა 0:0 დასრულდა, კლაგენფურტშიც ძირითადი დრო ასეთივე ანგარიშით, 115-ე წუთზე კი ბერძნული გუნდის ნახევარმცველმა მადი კამარამ გამარჯვების გოლი გაიტანა. „პაოკი“ პლეი-ოფში ხორვატიის „რიეკას“ დაუპირისპირდება.
სალონიკურ გუნდში ლუკა გუგეშაშვილი ისევ სათადარიგო იყო. ის ივნისში „პანსერაიკოსისგან“ შეიძინეს და ისე მოჩანდა, რომ ძირითადი მეკარე უნდა ყოფილიყო, რადგან ხორვატი დომინიკ კოტარსკი „კოპენჰაგენს“ 9 მილიონ ევროდ მიჰყიდეს. თუმცა, ჯერჯერობით „პაოკის“ კარს 33 წლის ჩეხი ირჟი პაველკა იცავს.
რფს-ს ისევ დამარცხდა „კუპსთან“ (0:1, 1:2), კონფერენს ლიგაზე გადაინაცვლებს და მალტის "ჰამრუნს" შეხვდება. ლატვიური გუნდის განაცხადში კვლავ არ იყო ლაშა ოდიშარია, რომელიც გავრცელებული ინფორმაციის თანახმად „ხიხონში“ აპირებს გადასვლას.
კონფერენს ლიგაზე „ჟალგირისმა“ ისევ მარცხი განიცადა „არდასთან“, ამჯერად 0:2, ორრაუნდიანი ბრძოლა 0:3 წააგო და გათამაშებას გამოეთიშა. კაუნასელთა რიგებში ანტონ თოლორდავამ შესვენებამდე ითამაშა, თემურ ჩოგაძემ კი 45+3-ე წუთზე მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედნის დატოვება მოუწია. იქამდე, 34-ე წუთზე მისი თანაგუნდელი ნახევარმცველი დივაინ ნაა გააძევეს.
თემურ ჩოგაძემ გოლი "რასინგსაც" გაუტანა
ქართველი ლეგიონერის გოლი და გამარჯვება კონფერენს ლიგაში
Geo Team: საქართველოს ნაკრების მეკარემ ცნობილ ბერძნულ კლუბთან გააფორმა კონტრაქტი
თემურ ჩოგაძე: "ოლიმპიკში" პირველი გოლი გავიტანე - აქ პროგრესირება შემიძლია
თემურ ჩოგაძემ დონეცკის "ოლიმპიკთან" კონტრაქტი გააფორმა
სიჭინავამ უკრაინაში ისევ გაიტანა და საგოლე პასიც შეასრულა
ჩოგაძემ ისევ გაიტანა - "ოლიმპიკმა" შეკრებაზე 10-დან 9 მატჩი მოიგო
გუგეშაშვილი "პაოკში" წარადგინეს - ძირითადი მეკარე გუნდს ტოვებს
ოდიშარია: მეტოქეს არ აქვს მნიშვნელობა, ჩვენი თამაში უნდა ვითამაშოთ
საქართველოს ნაკრების მეკარე ბერძნულ გუნდში გადავიდა
გუგეშაშვილის შანსი - რუსმა მეკარემ "ყარაბაღი" დატოვა
უკრაინაში ქართველებმა გუნდები გამოიცვალეს
დაუცხრომელი ზივზივაძე და კვირკველიას გუნდის გასაოცარი ქამბექი
ოფიციალურად - "პაოკმა" გუგეშაშვილს კონტრაქტი გაუფორმა

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.