ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გუგა გოცირიძე TBC ბანკში სათამაშო იარაღით შეიჭრა – მედია

თბილისში, ცინცაძის ქუჩაზე მდებარე თბს ბანკის ფილიალზე თავდამსხმელი ბრალის წარდგენის მოლოდინშია. დაკავებული 39 წლის გუგა გოცირიძე, რომელიც წარსულშიც ნასამართლევია. მას ბრალს, სავარაუდოდ, ხვალ გააცნობენ.
სახელმწიფო ბრალდება მის პატიმრობაში დატოვებას ითხოვს. გოცირიძის პოზიცია ამ ეტაპზე უცნობია, მას ჯერ არ ჰყავს ადვოკატი.
“მთავარის” ინფორმაციით. თავდამსხმელს ცეცხლსასროლი იარაღი არ ჰქონია და სათამაშო იარაღით იყო შეჭრილი.
ამჟამად მომხდარზე გამოძიება ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს. გოცირიძეს 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.