არქივი19 მარტი, 2024, 11:10
გუბერნატორი - უკრაინის მხრიდან დაბომბვის გამო ბელგოროდიდან 9 000-მდე ბავშვის ევაკუაცია განხორციელდება
უკრაინის შეიარაღებული ძალების მხრიდან დაბომბვის გამო, დაახლოებით, 9 000 ბავშვს ბელგოროდის ოლქიდან რუსეთის სხვა რეგიონებში გადაიყვანენ, - ამის შესახებ გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა.
„ვგეგმავთ, დაახლოებით, 9 000 ბავშვის გაყვანას ბელგოროდიდან, ბელგოროდის რაიონიდან, შებეკინსკიდან და გრაივორონსკის რაიონიდან,” - აღნიშნა გუბერნატორმა.
მისი თქმით, მიმდინარე კვირის პარასკევს 1.2 ათასი ბავშვი გაემგზავრება პენზაში, ტამბოვში, კალუგაში და სტავროპოლის მხარეში.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.