გუბერნატორი – კურსკის ოლქში უკრაინის თავდასხმას 12 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა

რუსეთის კურსკის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმის შედეგად 12 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 121 კი – დაშავდა, მათ შორის 10 ბავშვი, – ამის შესახებ კურსკის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, ალექსეი სმირნოვმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრაზე განაცხადა.
„დაღუპულია 12 მშვიდობიანი მოქალაქე, დაჭრილია – 121, მათ შორის 10 ბავშვი“, – განაცხადა სმირნოვმა.
ამასთან, მისი თქმით, გუშინ, კურსკის ოლქის ბელოვსკის რაიონში „როსეტის“ ბრიგადას ცეცხლი გაუხსნეს და ჭურვები ქიმიურ იარაღს შეიცავდა.
„გუშინ ბელოვსკის რაიონში როსეტის ბრიგადას ცეცხლი გაუხსნეს, ჭურვები კი ქიმიურ იარაღს შეიცავდა. ყველა ცოცხალია, მაგრამ მოიწამლნენ პოლიციის თანამშრომლები და სოფლის საკრებულოს ხელმძღვანელი“, – განაცხადა სმირნოვმა.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი მედვედევი – ცნობილია, თუ რად იქცა ჰალსტუხების მღეჭავი ყოფილი ქართველი მეფუკა და როგორ მოექცნენ მისი პატრონები – კიეველი სისხლისმღვრელი ჯამბაზიც თავისი უბადრუკი „კარიერის“ დასასრულისკენ მიიწევს

ხატია დეკანოიძე – მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რამხელა საფრთხე შეიძლება იყოს, თუ ირანის ფინანსური ინსტიტუტები რაიმე სახით აძლიერებს ივანიშვილის ანტიეროვნული ხელისუფლების ფინანსურ სტაბილურობას