ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გუბერნატორი - ბელგოროდში უკრაინული დრონით თავდასხმის შედეგად ნავთობსაცავში ხანძარი გაჩნდა

გუბერნატორი - ბელგოროდში უკრაინული დრონით თავდასხმის შედეგად ნავთობსაცავში ხანძარი გაჩნდა

უკრაინის შეიარაღებული ძალები ბელგოროდის ოლქში დრონის გამოყენებით ნავთობსაცავს დაესხნენ თავს, აფეთქების შედეგად ერთ-ერთ რეზერვუარს ცეცხლი გაუჩნდა, - ამის შესახებ ოლქის გუბერნატორი, ვიაჩესლავ გლადკოვი „ტელეგრამ“ არხზე წერს.
მისი ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა.
„უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სტარიოსკოლის ურბანული რაიონის ტერიტორიაზე ნავთობის საცავზე თავდასხმისთვის დრონი გამოიყენეს. აფეთქების შედეგად ერთ-ერთ რეზერვუარს ცეცხლი გაუჩნდა. ადგილზე ათი სახანძრო ბრიგადა იყო მობილიზებული და ხანძარი სწრაფად ჩააქრეს. არავინ დაშავებულა“, - წერს გუბერნატორი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.