არქივი6 აგვისტო, 2024, 12:40
გუბერნატორი - ბელგოროდში, დრონით თავდასხმის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა
ბელგოროდში, დრონით თავდასხმის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი, ვიაჩესლავ გლადკოვი ავრცელებს.
„უკრაინის შეიარაღებული ძალების დრონმა სოფელ ნოვოსტროევკას მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრავ ავტომობილს დაარტყა. დაიღუპა ერთი მშვიდობიანი მოქალაქე. მამაკაცი მიღებული დაზიანებებით ადგილზე გარდაიცვალა“, - განაცხადა ვიაჩესლავ გლადკოვმა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დღეს დილით, ბელგოროდისა და კურსკის ოლქებში საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 22 დრონი ჩამოაგდეს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.