ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გუბერნატორის ინფორმაციით, რუსეთის ლიპეცკის ოლქზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა და ენერგოობიექტი დაზიანდა

რუსეთის ლიპეცკის ოლქზე უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით მასიური შეტევა განხორციელდა, - ინფორმაციას რუსული მედია ოლქის გუბერნატორზე, იგორ არტამონოვზე დაყრდნობით ავრცელებს.
თავდაპირველად, ლიპეცკის მუნიციპალურ ოლქსა და ქალაქ ლიპეცკში უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმის საფრთხე გამოცხადდა და გუბერნატორმა მოსახლეობას მოუწოდა, არ მიახლოებოდნენ ფანჯრებს და თავი უსაფრთხო ადგილებისთვის შეეფარებინათ. მისივე თქმით, ოლქში საჰაერო თავდაცვა მუშაობდა.
მოგვიანებით, გუბერნატორმა განაცხადა, რომ ოლქში ენერგოობიექტი დაზიანდა და ელექტრომომარაგება შეფერხებით ხორციელდებოდა.
გარდა ამისა, მისი თქმით, რეგიონში, სამოქალაქო შენობებისგან მოშორებით ფეთქებადსაშიში ობიექტები აფეთქდა და ორივე შემთხვევის ადგილზე საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლები მუშაობდნენ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.