ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გუბაზ სანიკიძე: იმ მოედანზე თბილისის მერი კი არა, დიდი ფეხბურთელი, კახი კალაძე იყო - მე ვიცი, რა განცდებიც ექნებოდა

„კახა კალაძეს რომ ვუყურებდი, ეჭვი არ მეპარება, რომ კაცი გულწრფელად ტიროდა და იქ, იმ მოედანზე, თბილისის მერი კი არ იყო, დიდი ფეხბურთელი იდგა“, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა გუბაზ სანიკიძემ საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიულ გამარჯვებაზე საუბრისას აღნიშნა.

„ყველა ერთად ვიყავით - „ქოცებიც“, „ნაცებიც“, „შუა ამომრჩეველიც“. კახა კალაძეს რომ ვუყურებდი, ეჭვი არ მეპარება, რომ კაცი გულწრფელად ტიროდა და იქ, იმ მოედანზე, თბილისის მერი კი არ იყო, დიდი ფეხბურთელი - კახი კალაძე იყო. მე ვიცი, რა განცდებიც ექნებოდა, ეჭვი არ მეპარება. არ ვდაობ, კახის უხაროდა მთელ ქვეყანასთან ერთად. იმიტომ რომ, მისი თაობა ოცნებობდა ამაზე“, - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ. 

შეგახსენებთ, საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ევრო 2024-ის პლეი-ოფის ფინალურ შეხვედრაში საბერძნეთი დაამარცხა და ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა. გუნდი F ჯგუფში ითამაშებს, სადაც მისი მეტოქეები თურქეთის (18 ივნისი, დორტმუნდში), ჩეხეთის (22 ივნისი, ჰამბურგში) და პორტუგალიის ნაკრებები (26 ივნისი, გელზენკირხენში) იქნებიან.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.