ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გრძელდება ხუთი დღის წინ დაკარგული გიორგი გახელაძის ძებნა

გრძელდება ხუთი დღის წინ დაკარგული 57 წლის პროფესორის, გიორგი გახელაძის ძებნა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ეუბნებიან რადიო თავისუფლებას, მეოთხე დღეა, სამძებრო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, „მოწმდება ყველა ინფორმაცია, პროცესში ჩართულები არიან მაშველები დრონებითა და შესაბამისი ტექნიკით“.
გიორგი გახელაძის მეუღლემ, ირმა მალაციძემ, 23 ივნისს სოციალურ ქსელში დაწერა: „რაც დრო გადის, ვრწმუნდები, რომ არაა გიო ქალაქის ქუჩებში. გამორიცხულია, ამდენი ხანი ვინმეს არ დაეფიქსირებინა. სადღაც მიუვალ ადგილასაა“...
19 ივნისს 57 წლის გიორგი გახელაძე სახლიდან უნივერსიტეტში წავიდა. ბოლოს მისი ტელეფონი ანძამ ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე დააფიქსირა.
სამძებრო სამუშაოებში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან და მეხანძრე-მაშველებთან ერთად, ჩართულები არიან გიორგი გახელაძის ოჯახის წევრები და მოხალისეები.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.