ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გრიგოლ ლილუაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სუს-ში განუცხადეს.
მათივე განმარტებით, აშშ-ში ლილუაშვილის ვიზიტი ყოველწლიურია.
„ეს იყო ყოველწლიური ოფიციალური ვიზიტი, ჩვეულებრივი სამუშაო ვიზიტი იყო უსაფრთხოების მიმართულებით. თავადაც თქვა [12 ივნისს, პარლამენტში] - გრძელდება პარტნიორობა და ვგეგმავთ საინტერესო თანამშრომლობის ახალ ეტაპებსო - ამასთან დაკავშირებით იყო წასული“,- აცხადებენ სუს-ში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.