ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გრიგოლ ლილუაშვილის სასამართლო პროცესი დაიხურა

გრიგოლ ლილუაშვილის სასამართლო პროცესი დაიხურა

მოსამართლის გადაწყვეტილებით სუს-ის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის სასამართლო სხდომა დაიხურა.
სასამართლო სხდომის დახურვის შუამდგომლობა ბრალდების მხარემ დააყენა, რომელსაც მოსამართლე არსენ კალატოზიშვილი დაეთანხმა.
მისი თქმით, პროცესზე მოწმეებისა და მათ მიერ მოწოდებული ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციების შესახებ იქნება საუბარი და სწორედ ამიტომ გადაწყდა სხდომის დახურვის შუამდგომლობის დაყენება.
ადვოკატი აღნიშნულ შუამდგომლობას არ დაეთანხმა. მისი თქმით, დღევანდელ სხდომაზე მოწმეთა ჩვენებების დეტალურად განხილვა საჭირო არ არის.
დღევანდელ სასამართლო სხდომაზე სუს-ის ყოფილი უფროსის აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობენ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.