არქივი25 მაისი, 2025, 12:53
გრიგოლ გეგელია ზე თავდამსხმელი დაკავებულია

გრიგოლ გეგელიაზე თავდამსხმელი პოლიციამ დააკავა. ამის შესახებ პარტიის პრესამსახურში განაცხადეს. მათივე ინფორმაციით, თავდამსხმელი ამოცნობილია და დაკავებულია.
“ძლიერი საქართველოს” საერთაშორისო მდივანზე თავდასხმა საცხოვრებელ სახლთან 24 მაისს მოხდა. გრიგოლ გეგელიას თქმით, თავდამსხმელი ჯერ ტელეფონით უღებდა, შემდეგ თავის არეში რამდენჯერმე ჩაარტყა, ასევე ადგილი ჰქონდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და შეფურთხებას.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.