პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გრიგოლ გეგელია ვლადიმირ კარამურზას შეხვდა

გრიგოლ გეგელია ვლადიმირ კარამურზას შეხვდა

"ლელო - ძლიერი საქართველოს" საგარეო მდივანი, გრიგოლ გეგელია რუს აქტივისტ, ვლადიმირ კარამურზას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრისას განიხილეს საქართველოში შექმნილი პოლიტიკური მდგომარეობა, მათ შორის, ოპოზიციონერი ლიდერებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების დაპატიმრება.
გეგელიას თქმით, მათ განიხილეს ყველა მიმდინარე საკითხი, მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და სხვა „პოლიტპატიმრების საკითხი და თქვეს, რომ, რა თქმა უნდა, ისინი გაიმარჯვებენ ბრძოლაში კრემლის წინააღმდეგ“.
„ვლადიმირ კარამურზამ აღნიშნა, რომ ჩვენ ვიმყოფებით საერთო ბრძოლაში. როგორც ის, რუსი აქტივისტი, ასევე ჩვენ, საქართველოს დემოკრატიული ძალები ერთი და იგივე რეჟიმის გავლენების, რუსეთის, კრემლის გავლენების წინააღმდეგ ვიბრძვით“,- აცხადებს გეგელია.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 ივნისი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.