გრენლანდიის არჩევნებში გამარჯვებული პარტიის ლიდერი დონალდ ტრამპს – ჩვენ არ გვინდა ვიყოთ ამერიკელები, ჩვენ არ გვინდა ვიყოთ დანიელები, ჩვენ გვინდა ვიყოთ გრენლანდიელები

გრენლანდიის არჩევნებში გამარჯვებული მემარჯვენე-ცენტრისტული „დემოკრატიული“ პარტიის ლიდერი, იენს-ფრედერიკ ნილსენი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ გრენლანდიელებმა თავად უნდა გადაწყვიტონ საკუთარი მომავალი.
„ჩვენ არ გვინდა ვიყოთ ამერიკელები. არა, ჩვენ არ გვინდა ვიყოთ დანიელები. ჩვენ გვინდა ვიყოთ გრენლანდიელები და გვინდა დამოუკიდებლობა მომავალში. ჩვენ გვსურს თავად ავაშენოთ ჩვენი საკუთარი ქვეყანა“, – განაცხადა ნილსენმა.
ცნობისთვის, იენს-ფრედერიკ ნილსენი გრენლანდიის სავარაუდო მომავალი პრემიერ-მინისტრია, რადგან მისმა პარტიამ 11 მარტს გამართულ საკანონმდებლო არჩევნებში გაიმარჯვა და ახლა, კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების მიზნით, სხვა პარტიებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გრენლანდიასთან დაკავშირებით გუშინ კიდევ ერთხელ ისაუბრა და განაცხადა, რომ აშშ-ს გრენლანდია ეროვნული უსაფრთხოებისთვის სჭირდება.
ჟურნალისტის კითხვაზე, როგორია მისი ხედვა გრენლანდიის პოტენციურ ანექსიაზე, ტრამპმა უპასუხა: „ვფიქრობ, ეს მოხდება“.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – ალეკო ელისაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი, თუმცა, გამოძიებამ ეს ყველაფერი გადადო გვერდით, მხოლოდ სიტყვა „არაკაცი“ ამოწია, ამოჭრა ამ საქმიდან და მის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე აღძრა – ეს შერჩევითი სამართალია

შალვა კერესელიძე გახარიას პარტიის კანონპროექტის კენჭისყრაზე – „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა თავის მართლების პოზიციაში თვითონ ჩაიყენეს თავი და ეძებენ მიზეზებს – ტექნიკურ შეცდომას ნუ დავაბრალებთ, ეს მიზანმიმართული გადაწყვეტილებაა და თუ ასე არ არის, ჩავატაროთ კენჭისყრა თავიდან

კობახიძე გახარიას პარტიის აკრძალვის მოთხოვნაზე – მართალია, ისინი შემოვიდნენ პარლამენტში, თუმცა დღემდე არ აღიარებ კონსტიტუციურ წყობილებას, ხელისუფლების ლეგიტიმაციას – ასეთ პირობებში, არაფრით განსხვავდებიან სხვების საქმიანობის სულისკვეთებისგან