გრანტ შაპსი – დასავლეთმა უნდა უზრუნველყოს რუსეთის დამარცხება უკრაინაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩინეთის მსგავსი დიქტატორული რეჟიმების მხრიდან თავდასხმის რისკი იზრდება

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრის, გრანტ შაპსის განცხადებით, დასავლეთმა უნდა უზრუნველყოს რუსეთის დამარცხება უკრაინაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩინეთის მსგავსი დიქტატორული რეჟიმების მრიდან თავდასხმის რისკი იზრდება.
„რეჟიმები, რომლებსაც არ სჯერათ დემოკრატიის, თვალყურს ადევნებენ უკრაინაში მიმდინარე ომს და, შესაძლოა, დაიწყონ თავდასხმა დასავლეთის სახელმწიფოებზე,“- განაცხადა გრანტ შაპსმა The Telegraph-თან ინტერვიუში.
მისი თქმით, დასავლეთმა ნათლად უნდა გააცნობიეროს, რომ ეს არის ეგზისტენციალური პრობლემა და მხოლოდ უკრაინას არ ეხება.
„ყველა უყურებს – ირანელები უყურებენ. ნუთუ უბრალოდ გვეწურება ენერგია, გვეწურება მოთმინება და უბრალოდ წავალთ? ჩინეთი ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში ადევნებს თვალს, ჩრდილოეთ კორეა ადევნებს თვალს. ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის, და, რა თქმა უნდა, დასავლური ცივილიზებული სამყაროსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ უკრაინამ წარმატებას მიაღწიოს საკუთარ ქვეყანაში“, – აღნიშნა გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ემანუელ მაკრონმა ნიუ-იორკში, ვილა ალბერტინში გამართულ ცერემონიაზე ამერიკული კინოს ორი ლეგენდა – რეჟისორი მარტინ სკორსეზე და მსახიობი რობერტ დე ნირო საპატიო ლეგიონის ორდენებით დააჯილდოვა

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველო მტკიცედ დგას უკრაინელი ხალხის გვერდით და კიდევ ერთხელ ადასტურებს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევ მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში