გრანტების სააგენტოს უფროსის ხელფასი 10 585 ლარი იქნება – კობახიძემ განკარგულებას ხელი მოაწერა

არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის მთავრობის გრანტების გაცემის მიზნით შექმნილი სააგენტოს ბიუჯეტის ნახევარი ხელფასებში დაიხარჯება. სააგენტოს ბიუჯეტის, საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის შეთანხმების თაობაზე განკარგულებას ხელს ირაკლი კობახიძე აწერს. განკარგულებაში აღნიშნულია, რომ მიმდინარე წლის 8 თვეში შრომის ანაზღაურებაში 253 200 ლარი დაიხარჯება, საქონელსა და მომსახურებაში 257 000 ლარი.
სააგენტოს თავმჯდომარის, რა პოზიციაზეც თამარ ზოდელავა იმუშავებს, თანამდებობრივი სარგო თვეში იქნება 10 585 ლარი. თავმჯდომარის მოადგილის 8 760, სახელმწიფო გრანტის მართვის დეპარტამენტის უფროსის 7 300.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია