ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გოცირიძე: ნავალნი მოკლა პუტინმა, ვინაიდან, ციხეშიც კი მისთვის მოწინააღმდეგე იყო

ევროოპტიმისტების წევრის, რომან გოცირიძის განცხადებით, ალექსეი ნავალნი პუტინის მსხვერპლია. მისი თქმით, როდესაც რუსეთის პრეზიდენტი ჰააგის სასამართლოში გასამართლდება, მისი ერთ-ერთი დანაშაული სწორედ ოპონენტების მკვლელობა იქნება.
"მიზანმიმართულად მოკლა პუტინმა, ვინაიდან, ციხეშიც კი ნავალნი იყო მისთვის მოწინააღმდეგე. სანამ არსებობდა, მანამ იარსებებდა ის განცხადებები, ან მათი მომხრეების აქტიურობა, რასაც ასე თუ ისე, დღემდე ვხედავდით.
ჰააგის სასამართლოში როცა პუტინი გასამართლდება, ერთ-ერთი მისი დანაშაული სწორედ პოლიტიკური ოპონენტების მკვლელობა იქნება", - აცხადებს გოცირიძე.

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.