გოჩოლეიშვილი ერთი ტაიმი ათამაშეს - "ჰამბურგი" "ჰოფენჰაიმთან" განადგურდა

ბუნდესლიგის მეთოთხმეტე ტურში „ჰამბურგი“ გასვლაზე „ჰოფენჰაიმთან“ 1:4 დამარცხდა.
მასპინძლები უპირატესობას ფლობდნენ და პირველ ტაიმში ორი გოლი მეტოქე გუნდის ცენტრალური მცველების შეცდომების შედეგად გაიტანეს, საბოლოოდ კი 4:1 გაიმარჯვეს.
სტუმართა მარჯვენა მცველმა გიორგი გოჩოლეიშვილმა შესვენებამდე ითამაშა. ის შეტევის გასაძლიერებლად თავდამსხმელ რაიან ფილიპით შეცვალეს. ქართველის თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: Sofascore 6.4, Flashscore 6.2, Whoscored 5.8.
HSV-მ ზედიზედ ორი მოგების შემდეგ მარცხი განიცადა, 15 ქულით მეთოთხმეტე ადგილზეა და 20 დეკემბერს „აინტრახტს“ უმასპინძლებს.
ჰოფენჰაიმი - ჰამბურგი 4:1
გოლები: 1:0 პრემელი (8), 2:0 კაბაკი (31), 3:0 ლამპერლე (65), 4:0 ასლანი (72), 4:1 ფილიპი (82)
გამოუყენებელი პენალტი: ფილიპი (90+1, ჰამბურგი)
0:8 - ქართველების "მეცი" "ჰოფენჰაიმთან" განადგურდა
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და ორკაცნაკლული "ჰამბურგის" მარცხი "კიოლნთან"
ზივზივაძის ერთი ტაიმი და "ჰაიდენჰაიმის" მორიგი წაგება
ბუდუმ ნავსი გატეხა - სადებიუტო ბუნდესგოლით თავის გუნდს ქულა მოუპოვა
მიქაუტაძის თანაგუნდელი გერმანულმა კლუბმა შეიძინა
"ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი იჯარით "ჰოფენაიმში" გაუშვეს
"ბაიერნი" 23 წლის კოსოვოელი ფორვარდის დამატებას აპირებს
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 დეკემბერი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.