არქივი16 ოქტომბერი, 2025, 19:59
გოჩა მირცხულავა: უკლებლივ ყველამ ითამაშეთ ბიძინას თამაში - სალომედან დაწყებული, ყველაზე გულანთებული აქტივისტით დასრულებული, რომლებმაც ...

ჟურნალისტი გოჩა მირცხულავა:
უკლებლივ ყველამ
ითამაშეთ ბიძინას თამაში - სალომედან დაწყებული, ყველაზე გულანთებული აქტივისტით დასრულებული, რომლებმაც:
1. დეკემბერ - მარტში არ შექმენით არანაირი სათათბირო ერთიანი სააკორდინაციო - პარლამენტის ალეტრნატიული ორგანო;
2. ახალ წელს შიმშილობის დაწყების ნაცლად, როდესაც ციხეები უკვე სავსე იყო რეპრესირებულებით და ტერორის მსხვერპლთ ჯერაც არ ჰქონდათ იარები მოშუშებული - ლამის ორკილომეტრიანი სუფრა გაშალეთ;
3. გაფიცვების ტალღა ასე თუ ისე ტემპს კრეფდა და უცებ გამოხვედით მოწოდებებით - ბიზნესი ცუდ დღეშია გავხსნათ ყველაფერიო; (ჰო
და ეკონომიკა რომ დაუქოქეთ ხელისუფლებას - გულაობის, ქეიფის და მოგზაურობის ხალისიც დაბრუნდა - რის უფლებას ჯერ- ჯერობით მიზანმიმართულად არ ზღუდავენ, რადგან მათი მოწინააღმდეგეც მაგ დროს მათი მომხრეა - თითქოს ვერავინ მიხვდა რომ "ოცნების" მოკავშირე გახდით... )
4. აპრილ- მაისში, როდესაც კვლავ იყო შანსი ერთიანი სათათბიროს - გაერთიანების შექმნის და ესეც ჩაშალეთ;
5. პოლიტიკოსებზე უარის პარალელურად, ახალი - ფორმალური, თუნდაც დროებითი ცენტრის შექმნაზე მუდმივად უარი იძახით (მინიმუმ იმდენი ხომ უნდა გესმოდეთ, რომ პარტნიორებმა არც კი იციან ვის ესაუბრონ);
6. დეკემბერ-მარტში თან სანქციებს ითხოვდით და თან ჩალიჩობდით, ვიღაც სიიდან ამოგეღოთ;
7. მაისში უკვე დასვება- გულაობის გრაფიკს ადგენდით;
8. არჩევნებთან დაკავშირებით ერთიან პოზიციამდე ვერ მიხვედით;
9. ამ პერიოდში გარიგება და დალაგება მოასწარით;
10. სხვისას არაფერს აღიარებთ;
11. "მე"-თი იწყებთ და ამთავრებთ ყველა საუბარს;
12....
13...
....
მგონი მართლა ვერ ხვდებით, ერთ დღესაც სად გაიღვიძებთ
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.