არქივი5 სექტემბერი, 2025, 14:08
გოჩა მირცხულავა: პოლიტიკოსებმა და პირველ რიგში ხაზარაძე-ჯაფარიძემ, რომელთაც რა თქმა უნდა, ვულოცავ თავისუფლებას, უნდა აღიარონ - ეს რაუნდი მათ წააგეს

ჟურნალისტი გოჩა მირცხულავა:
იყო თუ არა მოსალოდნელი ხაზარაძე-ჯაფარიძის შეწყალება? იყო! სწორედ მათთვის გააკეთებინეს ყაველაშვილის რეალურად შეთავაზება - მომმართეთ და შეგიწყალებთო. მათ ეს ნაბიჯი არ გადადგეს! ის, რომ "ოცნება" ამ მიმართულებით წავიდოდა თუნდაც საერთაშორისო თანამეგობრობისთვის ნიშნის მოგების ასპექტში, ესეც ნათელი იყო.
ახლა პოლიტიკოსებმა და პირველ რიგში ხაზარაძე-ჯაფარიძემ, რომელთაც რა თქმა უნდა, ვულოცავ თავისუფლებას, უნდა აღიარონ - ეს რაუნდი მათ წააგეს. სისხლში დასვრილი ხელების მქონდე დამნაშავესთან თეთრი ხელთათმანით ვერ ითამაშებ და არც უნდა ითამაშო.
მე ვერავის ვასწავლი ჭკუას, ვინ როგორ უნდა მოიქცეს - მაგრამ ხაზარაძე-ჯაფარიძემ ისიც უნდა გაითვალისწინონ, რომ საარჩევნო ომში მათ ამ დრომდე არანაკლები ზიანი მიაყენა გახარიამაც.
წაგებულ ომში შესვლა, სულაც არ არის სიმამაცე - მე ასე მგონია.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.