ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გოჩა მირცხულავა: თუ რამე უნდა გაკეთდეს დღეს საჯარო სივრცეში და ე.წ. ოპოზიციურ ტელევიზიებში, ეს არის დებატები ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებს შორის

გოჩა მირცხულავა: თუ რამე უნდა გაკეთდეს დღეს საჯარო სივრცეში და ე.წ. ოპოზიციურ ტელევიზიებში, ეს არის დებატები ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებს შორის
ჟურნალისტი გოჩა მირცხულავა:
თუ რამე უნდა გაკეთდეს დღეს საჯარო სივრცეში და ე.წ. ოპოზიციურ ტელევიზიებში, ეს არის დებატები ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებს შორის.
ეს მხოლოდ ოპოზიციას კი არა, პირველ რიგში საზოგადოებას სჭირდება. პოლიტიკოსი მაშინ ჩანს სინამდვილეში, როდესაც მის წინ ჟურნალისტი კი არა, სხვა პოლიტიკოსი ზის — თავისი არგუმენტებით, კითხვებითა და განსხვავებული ხედვით.
მინიმუმ, ასეთი დებატები ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს ნარცისის ნიღაბს ჩამოხსნის — საკუთარ სიბრძნეებს ცალ კარში რომ ურახუნებენ და მერე თვითონვე რჩებიან საკუთარი გენიალურობით აღფრთოვანებულები.
თან გაზრდის კიდეც მათ. პოლიტიკოსი კამათში იზრდება — როდესაც პასუხის გაცემა უწევს და არა საკუთარი მონოლოგით ტკბობა.
და იქნებ ვიღაც ბოლოს იმასაც მიხვდეს — მეტი არაა ჩემი მტერი — ჩაყვინთოს და გაეცალოს პოლიტიკას.
ეს სჭირდება ამომრჩეველსაც — კამათში მიღებული ინფორმაცია ბევრად მეტია, ვიდრე ცალმხრივი მონოლოგებით მიღებული წარმოდგენა პოლიტიკოსზე.
თქვენ წარმოიდგინეთ, ეს ქართულ პოლიტიკასაც სჭირდება — სადაც თემაც ძალაუნებურად შეიქმნება ამ დებატების საფუძველზე. პოლიტიკური დღის წესრიგი მხოლოდ პარტიულ ოფისებში დაწერილი მესიჯებით კი აღარ ჩამოყალიბდება; თემები კამათიდან, განსხვავებული პოზიციების შეჯახებიდან და იქ გაჩენილი კითხვებიდანაც წამოვა.
და ეს ყველაფერი უკვე მნიშვნელოვანი შედეგია.
კიდევ ერთი: აქეთ მხარეს არბიტრებადაც და კითხვების დამსმელებადაც ცოტა გონიერ ადამიანებს დავსვამდი. ისეთებს, სასურველ რესპონდენტთან სასურველ კითხვებს წინასწარ რომ არ შეათანხმებენ. იმიტომ, რომ თუ დებატიც წინასწარ შეთანხმებული კომფორტის ზონად ვაქციეთ, ისევ იმავე ცალ კარში თამაშს მივიღებთ — უბრალოდ ამჯერად ორი კაცი იდგება მოედანზე.
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 აგვისტო, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.