“გოჩა ენუქიძის ბიზნესპარტნიორი იყო სტეფანიანი, სწორედ ამ სასტუმროებში ხალხის ბიუჯეტიდან 1,6 მილიონი დახარჯეს” – სალომე სიმონიანი

ოცნების დეპუტატის, გოჩა ენუქიძის ბიზნესპარტნიორი იყო ვლადიმერ სტეფანიანი, ის, ვინც დღეს შემდეგი ბრალდებებით დააკავეს:
5 სასტუმრო თვითნებურად ააშენა. კერძო საბაგირო, სათხილამურო ტრასა და ტობოგანი მოწყო. მილიონობით ლარის უკანონო შემოსავალი მიიღოო. არადა, წლების მანძილზე ზუსტად ამ სასტუმროებში ისვენებდნენ საჯარო უწყებების თანამშრომლები და ამაში ხალხის ბიუჯეტიდან 1,648,236 ლარი (1,6 მილიონი) დახარჯეს: ●ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია ●ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ●სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო ●უზენაესი სასამართლო ეს უწყებები უნებართვოდ აშენებულ სასტუმროებში ისვენებდნენ თურმე.
ვლადიმერ სტეფანიანი, გოჩა ენუქიძის მსგავსად, ოცნების მსხვილი შემწირველიცაა, 110,000 ლარი აქვს პარტიისთვის ჩარიცხული.
ცნობისთვის, 8 ნოემბერს “კრისტალ ჯგუფის” ხელმძღვანელი ვლადიმერ სტეფანიანი დააკავეს.საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, მან დიდველზე ნებართვის გარეშე თვითნებურად ააშენა 5 სასტუმრო აპარტამენტი, მოაწყო კერძო სათხილამურო ტრასა. მას 9-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ასევე დაგაინტერესებთ

მერაბ მალანია – რაც ხდება, უსამართლობაა – ბევრი ტალახი მესროლეს, მაგრამ თმენის ვალდებულება მაქვს – ამბობენ, რომ დაგეგმვაში ვმონაწილეობდი, ვინაიდან ბავშვი მასწავლებელთან მივიყვანე და წამოვიყვანე, ეს არის ჩემი დანაშაული

გიორგი სიორიძე – 2026 წლის ივნისში პური 6,6%-ით, ზეთი 5,5%-ით, ხორცი 9,8%-ით, ხილი 8,7%-ით, ხოლო თევზეული 20,4%-ითაა გაძვირებული – თამამად შეიძლება ითქვას, რომ ფასების კომისიის და სუს-ის გამოძიების შედეგი არის სრული კრახი!