ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გორში, ძალადობის ბრალდებით დაკავებულ ერთ-ერთ პოლიციელთან ნათესაური კავშირის გამო, მოსამართლემ საქმე აიცილა

გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ პაპუნა ლოცულაშვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული 6 პოლიციელის საქმის განხილვა აიცილა.
ლევან დარბაიძე აცხადებს, ერთ-ერთი ბრალდებული მისი მეუღლის ნათესავია და გადაწყვეტილებაც ამ ფაქტს უკავშირდება.
“საქმე ავიცილე იმიტომ, რომ ერთ -ერთ ბრალდებულთან ჩემი ოჯახის წევრს ჰქონდა ნათესავური კავშირი. ჩემი მეუღლის ნათესავია ერთ-ერთი ბრალდებული. საქმეს ერთვის ჩემ მიერ მიღებული გადაწყვეტილება. მეტ დეტალზე არ მაქვს უფლება, რომ ვისაუბრო და ჰკითხეთ მხარეებს”, – განუცხადა ლევან დარბაიძემ “ინტერპრესნიუსს”.
ცნობისთვის, გორში მომხდარი ძალადობის ფაქტზე დაკავებულ 6 პოლიციელს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. პროკურატურის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა 27 მაისს დაზარალებულის დაკავებისას, ძალადობით, გადაამეტეს სამსახურებრივ უფლებამოსილებას. შეილახა დაზარალებულის უფლებები და ზიანი მიადგა მის ჯანმრთელობას. დაკავებულებს 5-დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 მაისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.