ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გორში, შინდისის გმირების გზატკეცილზე დასასვენებელი სივრცის მოწყობა დაიწყო

გორის მერიის ინფორმაციით, 6 790 კვადრატულ მეტრზე საბავშვო და მაგიდის ჩოგბურთის სათამაშო სივრცეები, ცალფარიანი კალათბურთის მინიმოედნები, ტრენაჟორები, გარეგანათება, სარწყავი სისტემა, დეკორატიული ღობე, გაზონი, სკამები, ურნები, წყლის სოკოები და ფანჩატურები განთავსდება.
მათივე ინფორმაციით, სარეკრეაციო სივრცეში, რომელიც შინდისის გმირების გზატკეცილს მთელ სიგრძეზე მიუყვება, დაირგვება სხვადასხვა ჯიშის ხეები და ბუჩქები.
სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 1 196 000 ლარია.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.