ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გორში, ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე ხანძარი გაჩნდა

გორში ხანძარია. ცეცხლი კომბინატის დასახლების ტერიტორიაზე, ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე გაჩნდა.
როგორც ადგილობრივმა მცხოვრებლებმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, აღნიშნული ფართის მეპატრონე სხვაგან ცხოვრობს და ბინაში დღეს დილით ხანმოკლე დროით იყო მისული.
მათივე ვარაუდით, შესაძლოა, მეპატრონეს ელექტრომოწყობილობა დარჩა ჩართული, რაც ხანძრის გამომწვევი მიზეზი გახდა.
შემთხვევის ადგილზე შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შიდა ქართლის სამმართველოს მეხანძრე-მაშველები და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები იმყოფებიან.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.