გორში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

გორის ცენტრში, მუნიციპალიტეტის საკრებულოს შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ამ წუთებში, შეკრებილებმა ქალაქში მსვლელობა დაიწყეს.
,,ეს არის ხალხის, სხვადასხვა პოლიტიკური გემოვნების ადამიანების სურვილი, რომ გამოხატონ საკუთარი პროტესტი იმ მოვლენების მიმართ, რომელიც მიმდინარეობს საქართველოში და რომელსაც კონკრეტულად ჰქვია ხელისუფლების მიმტაცებელი ჯგუფის მიერ საკუთარი ვიწრო ინტერესების გატარება და ამ ინტერესების გატარებისთვის სახელმწიფო რესურსის გამოყენება.
ეს დიდხანს ვერ გაგრძელდება და დიდი იმედი მაქვს, მივაღწევთ იმ მდგომარეობას, რასაც ჰქვია თავისუფალი ერის პოზიცია და თავისუფალი ერის ცხოვრება იმ სამყაროსთან ერთად, რომელ სამყაროშიც დაცულია დემოკრატიული ღირებულებები და დღესდღეობით, ეს გახლავთ დასავლური დემოკრატიის ქვეყნები”, – განაცხადა ,,კოალიცია ცვლილებებისთვის” წევრმა მინდია გოდერძიშვილმა.
ტერიტორიაზე მობილიზებულია პოლიცია.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი მედვედევი – ცნობილია, თუ რად იქცა ჰალსტუხების მღეჭავი ყოფილი ქართველი მეფუკა და როგორ მოექცნენ მისი პატრონები – კიეველი სისხლისმღვრელი ჯამბაზიც თავისი უბადრუკი „კარიერის“ დასასრულისკენ მიიწევს

ხატია დეკანოიძე – მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რამხელა საფრთხე შეიძლება იყოს, თუ ირანის ფინანსური ინსტიტუტები რაიმე სახით აძლიერებს ივანიშვილის ანტიეროვნული ხელისუფლების ფინანსურ სტაბილურობას