ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გორში სამი არალეგალური სასაკლაო გამოავლინეს - შეჩერებულია საწარმოო პროცესი

გორში სამი არალეგალური სასაკლაო გამოავლინეს - შეჩერებულია საწარმოო პროცესი

სურსათის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა გორში სამი არალეგალური სასაკლაო გამოავლინეს. უწყების ცნობით, ობიექტები ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სავალდებულო აღიარების გარეშე ფუნქციონირებდნენ.
სააგენტოს ინფორმაციით, დარღვევები შემდეგ მისამართებზე დაფიქსირდა:
· გოგებაშვილის N2 (ფიზიკური პირი თ.ჩ.);
· ყიფიანის N29 (ი.მ. ბ.კ.);
· გურამიშვილის ჩიხი N2 (პ.ნ.).
ინსპექტირებისას გამოიკვეთა კრიტიკული შეუსაბამობები, მათ შორის, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა და არასათანადო რეცხვა-დეზინფექცია. სააგენტოს განმარტებით, ცხოველების დაკვლა ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე ხდებოდა.
გამოვლენილი დარღვევების გამო, სამივე მეწარმე დაჯარიმდა, საწარმოო პროცესი კი კანონმდებლობის შესაბამისად შეუჩერდათ.
სურსათის ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ ხორცისა და ხორცპროდუქტების წარმოებისა და რეალიზაციის კონტროლი პრიორიტეტული მიმართულებაა და არალეგალური წარმოებების გამოსავლენად სახელმწიფო კონტროლი მთელი ქვეყნის მასშტაბით ყოველდღიურად ხორციელდება.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 თებერვალი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.