ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გორში „საზაფხულო სკოლის“ პირველი ეტაპი დასრულდა - პირველ ნაკადზე სკოლამ 20-მდე ბავშვს უმასპინძლა

გორში „საზაფხულო სკოლის“ პირველი ეტაპი დასრულდა - პირველ ნაკადზე სკოლამ 20- მდე ბავშვს უმასპინძლა.
ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
უწყების ცნობით, გორის ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრი 10-დან 12- წლის ჩათვლით მოზარდებს გასართობ-შემეცნებით პროგრამას სთავაზობს.
„საზაფხულო სკოლაში“ ბავშვები 10 დღის განმავლობაში სხვადასხვა აქტივობებით არიან დაკავებულები.
პროექტის მიზანია, მოზარდებისათვის ლოგიკური აზროვნების და საკომუნიკაციო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება და ინტელექტუალური უნარების განვითარების ხელშეწყობა. პროექტი მოიცავს შემეცნებით აქტივობებს, წიგნებთან და კომპიუტერთან საპრეზენტაციო უნარების გამომუშავებას.
„საზაფხულო სკოლას“ ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კულტურის განვითარების ხელშეწყობის სააგენტო უკვე რამდენიმე წელია ახორციელებს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.