არქივი14 სექტემბერი, 2024, 20:54
გორში კოალიცია ცვლილებებისთვის წევრს ფიზიკურად გაუსწორდნენ

კოალიცია ცვლილებებისთვის გორის რაიონული ორგანიზაციის წევრს ალექსანდრე ვალიაურს უცნობი პირები ფიზიკურად გაუსწორდნენ.
შემთხვევა გორში, ქართული ოცნების წინასაარჩევნო ღონისძიების დასრულების შემდეგ მოხდა.
თვითმხილველების თქმით, ვალიაურს რამდენიმე ადამიანი დაესხა თავს.
ალექსანდრე ვალიაურის განცხადებით, თავდამსხმელებს ქართული ოცნების მაისური ეცვათ. ის ასევე ამბობს, რომ თითოეული იმ ადამიანის ამოცნობას შეძლებს, ვინც მას ფიზიკურად გაუსწორდა.
არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.