არქივი26 თებერვალი, 2024, 19:46
გორში კაცს მატარებელი დაეჯახა და ადგილზე დაიღუპა
გორის შემოსასვლელთან, ფოთი-თბილისის ჩქაროსნული მატარებელი ახალგაზრდა კაცს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად კი, ახალგაზრდა კაცი ადგილზე დაიღუპა.
როგორც News.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
მომხდართან დაკავშირებით დამატებითი დეტალები უცნობია.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.