გორში თევზის არალეგალური საწარმო გამოავლინეს – დაილუქა 100 კგ თევზი

8
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, შიდა ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორების მიერ ქალაქ გორში ჩატარებული არაგეგმური კონტროლის შედეგად, თევზის ერთ-ერთ საწარმოს საქმიანობა შეუჩერდა.
კერძოდ, ფიზიკური პირი ა. ჩ.-ს ობიექტზე (მის: გორი, შარტავას ჩიხი N8) გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები – ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევა. სააგენტოს ცნობით, დაილუქა 100 კგ თევზი.
აღნიშნული შეუსაბამობების გამო, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და კრიტიკული შეუსაბამობების სრულად აღმოფხვრამდე, საწარმოო პროცესი შეუჩერდა.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, საქმიანობა განახორციელონ მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით.

ასევე დაგაინტერესებთ