ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გორში „გორის დღე 2024“ აღინიშნება

გორში „გორის დღე 2024“ აღინიშნება

გორში ქალაქის სახალხო დღესასწაული „გორის დღე 2024“ აღინიშნება.
გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მეგობარი ქალაქებიდან გორში სტუმრად მყოფ დელეგაციების (ოჟიში და ბიალისტოკი - პოლონეთი) წევრებთან ერთად დაათვალიერეს თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე გამოფენილი პროდუქცია, ხელოვანების ნამუშევრები და სხვადასხვა ორგანიზაციების კუთხე.
მათივე ცნობით, ღონისძიების ფარგლებში გაიმართება სხვადასხვა სახის კულტურული, საგანმანათლებლო და სპორტული სანახაობები და აქტივობები.
„სადღესასწაულო სივრცეში წარმოდგენილია საგანმანათლებლო დაწესებულებების კუთხეები, ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციისა და ხელოვანების ნამუშევრების გამოფენა - გაყიდვა, კვების ობიექტებისა და სოფლების კუთხეები, საბავშვო გასართობი სივრცეები, ტურისტული კუთხე - „ჯიპ-ტური“ და კონცერტები იმართება.
„გორის დღე 2024“-ს გალა-კონცერტი დაასრულებს. კონცერტში, მონაწილეობას იღებენ „ნართები“ და ჯგუფი „ურსა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.