არქივი18 თებერვალი, 2025, 00:07
გორში ავტომობილი ქვეითს დაეჯახა

გორში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მძიმედ დაშავდა ახალგაზრდა ქალი.
შემთხვევა სუხიშვილის ქუჩაზე მოხდა, ავტომობილი ქვეითს დაეჯახა.
დაშავებული 37 წლის ქალი გორში, სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
თვითმხილველთა ინფორმაციით, მძღოლმა, რომელიც ქვეითს დაეჯახა, შემთხვევის ადგილი მიატოვა.
ახლობლების თქმით, დაშავებული ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.