„გორმედის“ სამედიცინო ცენტრის ხაშურის ფილიალის გადაწყვეტილებით, მოსახლეობას, ყოველ ხუთშაბათს, სრული გინეკოლოგიური გამოკვლევები 45%-იანი ფასდაკლებით ჩაუტარდება
„გორმედის“ სამედიცინო ცენტრის ხაშურის ფილიალის გადაწყვეტილებით, მოსახლეობას, ყოველ ხუთშაბათს, სრული გინეკოლოგიური გამოკვლევები 45%-იანი ფასდაკლებით ჩაუტარდება.
"გორმედის" სამედიცინო ცენტრის ცნობით, „გორმედის“ სამედიცინო ცენტრის ხაშურის ფილიალი მუდმივად ზრუნავს ადგილობრივი მოსახელობისთვის ყველა სამედიცინო სერვისი ხელმისაწვდომი გახადოს.
„კლინიკის ინიციატივით, პაციენტებს ხშირად აქვთ შესაძლებლობა სხვადასხვა დარგის სპეციალისტების კონსულტაციებით განახევრებულ ფასად ისარგებლონ.
მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე ,,გორმედის“ ხაშურის ფილიალს სიახლე აქვს - ამიერიდან, ყოველ ხუთშაბათს, პაციენტები, სრულ გინეკოლოგიურ გამოკვლევას 45%-იანი ფასდაკლებით შეძლებენ.
კონსულტაციას ,,გორმედის“ სამედიცინო ცენტრის მეან-გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი, ბავშვთა გინეკოლოგი თინათინ ხარებოვა ჩაატარებს. აქციის ფარგლებში სრული გინეკოლოგიური კვლევა მოიცავს: გინეკოლოგის კონსულტაციას, ექოსკოპიას, კოლპოსკოპიას და საშოს ნაცხის ანალიზს. აღნიშნული სერვისის მიღება, პაციენტებს, ყოველ ხუთშაბათს, 135 ლარის ნაცვლად მხოლოდ 75 ლარად, ,,გორმედის“ სამედიცინო ცენტრის ხაშურის ფილიალში შეეძლებათ.
,,გორმედის“ სამედიცინო ქსელი შიდა ქართლის მასშტაბით 3 ქალაქში გორში, ხაშურში და ქარელში ოპერირებს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.