გორის საკრებულოში ხმაურია

გორის საკრებულოში, სადაც 2024 წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ, ხმაურია. საკრებულოს დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება სახელფასო ბიუჯეტის მიმართულებით ოპოზიციის პროტესტს მოჰყვა.
საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილე ანი ბალიაშვილმა გორის მერს, ვლადიმერ ხინჩეგაშვილს მიმართა კითხვით, რატომ დადგა ხელფასების გაზრდის საჭიროება.
„რამდენმა თქვენგანმა იცის, რამდენი აქვს ხელფასი საბავშვო ბაღში, სამზარეულოში დასაქმებულ პერსონალს? მაგალითად, ადამიანს, რომელსაც ჭურჭლის რეცხვა ევალება. საუკეთესო შემთხვევაში ანაზღაურება არის 400 ლარი. რაიმე ტიპის უხერხულობა გექმნებათ თუ არა? რატომ არ გეყოთ შარშანდელი ხელფასი და რატომ გადაწყვიტეთ, რომ წელს აუცილებლად საჭიროებდით ხელფასის მომატებას? მესმის, რომ ღარიბაშვილმა მწვანე შუქი აგინთოთ და მოგცათ შესაძლებლობა, რომ პირად ინტერესებზე მოგერგოთ ბიუჯეტი, მაგრამ პირადად თქვენ, გაქვთ თუ არა უხერხულობა?“- განაცხადა ანი ბალიაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

იზა ომაძე: მეგობრებო ნუ განგვიკითხავთ, შვილდახვრეტილ, შვილმოკლულ, შვილნაწამებ მშობლებს, განიკითხეთ და მოვთხოვოთ ერთად სისტემას, რომელმაც ძალიან კარგად იცოდა მსგავსი, გზას აცდენილი ახალგაზრდების არსებობა…

ირაკლი კობახიძე – დღეს ვიმგზავრეთ მატარებლით, რომელიც ახალი სიჩქარით მოძრაობს, მანამდე ბათუმამდე მგზავრობის დრო იყო 5,5 საათი და მგზავრობის დრო ახლა არის 4 საათამდე შემცირებული, რაც მნიშვნელოვანია მგზავრებისთვის