არქივი21 აგვისტო, 2025, 00:02
გორის საკრებულოს თავმჯდომარე: ისინი [რუსები] აქ მშვიდობისმყოფელებად მოვიდნენ და მადლობა ღმერთს, რომ ასე მოიქცნენ, რადგან მიშას ხულიგნები მთელ ქალაქს ძარცვავდნენ
![გორის საკრებულოს თავმჯდომარე: ისინი [რუსები] აქ მშვიდობისმყოფელებად მოვიდნენ და მადლობა ღმერთს, რომ ასე მოიქცნენ, რადგან მიშას ხულიგნები მთელ ქალაქს ძარცვავდნენ](/wp-content/uploads/2025/08/535688486_10231442173057574_4898867256410675838_n-1.jpg)
"ისინი [რუსები] აქ მშვიდობისმყოფელებად მოვიდნენ და მადლობა ღმერთს, რომ ასე მოიქცნენ, რადგან მიშას ხულიგნები მთელ ქალაქს ძარცვავდნენ. მათ მღვდლის მანქანაც კი მოიპარეს, წარმოგიდგენიათ? რუსები რომ არ მოსულიყვნენ, ვინ იცის, კიდევ რამხელა ზიანს გამოიწვევდნენ", — ამის შესახებ გორის საკრებულოს თავმჯდომარემ "ქართული ოცნებიდან" დავით რაზმაძემ New York Times-თან ინტერვიუში განაცხადა (კომენტარს "ნეტგაზეთი" ავრცელებს).
დავით რაზმაძე გამოცემასთან საუბრისას 2008 წლის ომში მიხეილ სააკაშვილს ადანაშაულებს.
"ეს ყველაფერი მიშას ბრალი იყო. ის შეგნებულად წავიდა პროვოკაციაზე", — განაცხადა რაზმაძემ.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.