ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გორის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს

გორის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, სამუშაოები უკვე დაწყებულია საქაშეთის დევნილთა დასახლებაში, სადაც ასფალტის საფართან ერთად, სანიაღვრე არხების მოწყობაც მოხდება. გზის რეაბილიტაცია დასახლების ყველა ქუჩაზეა დაგეგმილი.
„სამუშაოები უკვე მიმდინარეობს ბერბუკში, ფხვენისში, მუმლაანთკარში, ქიწნისის მეურნეობასა და ბროწლეთში.
გზების რეაბილიტაცია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.
მიმდინარე პროექტების დასრულების შემდეგ, მუნიციპალიტეტს 10 კილომეტრამდე რეაბილიტირებული საგზაო ინფრასტრუქტურა შეემატება.
სამუშაოების მიმდინარეობას სოფლებში გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ნიკა ღვინიაშვილი საკრებულოს წევრებთან ერთად გაეცნო“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.