ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გორის მუნიციპალიტეტის მერია 100% - იანი სახელმწიფო გრანტის მქონე სტუდენტებს დაჯილდოებს

გორის მუნიციპალიტეტის მერია 100% - იანი სახელმწიფო გრანტის მქონე სტუდენტებს დაჯილდოებს

გორის მუნიციპალიტეტის მერია 100% - იანი სახელმწიფო გრანტის მქონე სტუდენტებს დაჯილდოებს. გორის მერიის ინფორმაციით, ინიციატივა ეხება სკოლის 2024 წლის კურსდამთავრებულების ორ კატეგორიას:
გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ და მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების კურსდამთავრებულებს;
გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ (ბოლო 2 წელი ) იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც მოუწიათ საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტების ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა;
„დაინტერესებულმა პირებმა გორის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინონ:
განცხადება; პირადობის მოწმობის ასლი; დაბადების მოწმობის ასლი; ცნობა გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის შესახებ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან (რეესტრი); სწავლის დამადასტურებელი ცნობა საჯარო ან კერძო სკოლიდან; ცნობა სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან 100%-იანი სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების შესახებ;საბანკო ანგარიშის ნომერი.
დევნილის სტატუსის შემთხვევაში, გორის მუნიციპალიტეტში ფაქტობრივი მისამართის შესახებ ცნობა უნდა წარმოადგინოთ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარესებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მცხეთა-თიანეთის, შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის ტერიტორიული სამმართველოდან (ქ. გორი, სამების #1); დოკუმენტაციის წარმოდგენა 2 ოქტომბრის ჩათვლითაა შესაძლებელი.
მერია წარმატებული სტუდენტების წახალისებას „საგანმანათლებლო, კულტურული და ახალგაზრდული ღონისძიებების წახალისებისა და დაჯილდოების 2024 წლის პროგრამის“ ქვეპროგრამის ,,სკოლის გარეშე განათლების ხელშეწყობა და დაფინანსება/თანადაფინანსების" ფარგლებში გეგმავს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.