გორის მერია - მერეთში სასაფლაოსთან მისასვლელი გზის მოწყობა მალე დასრულდება

მერეთში სასაფლაოსთან მისასვლელი გზის მოწყობა მალე დასრულდება. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სამუშაოების ღირებულება 154 000 ლარია და პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით მიმდინარეობს.
„გზის მონაკვეთის სიგრძე 198 მეტრია. პროექტის მიხედვით ეწყობა: ასფალტის საფარი ტრანსპორტის სავალ ნაწილზე, სანიაღვრე სისტემა, ლითონის ცხაურები სანიაღვრეზე საჭიროების მიხედვით, ეზოებში შესასვლელები, მიერთებები და საგზაო ნიშნები.
სამუშაოების ღირებულება 154 000 ლარია. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით მიმდინარეობს.
გზის მონაკვეთზე არასდროს ყოფილა ასფალტის საფარი. სამუშაოების დასრულების შემდეგ ადგილობრივებს გადაადგილებისას პრობლემები აღარ შეექმნებათ”, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.