ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გორის მერია - გორში, სუხიშვილის ქუჩა #14-ში მდებარე მრავალსართულიანი კორპუსის სახურავს რეაბილიტაცია ჩაუტარდა

გორში, სუხიშვილის ქუჩა #14-ში მდებარე მრავალსართულიანი კორპუსის სახურავი რეაბილიტირდა. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, სამუშაოები „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისა და ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მესაკუთრეთა გაერთიანებების თანადაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
“მიმდინარე წელს რეაბილიტაცია ოთხი მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის სახურავს ჩაუტარდა (სუხიშვილის ქუჩა #14, რომელაშვილების ქუჩა #179, რომელაშვილების ქუჩა #176, შინდისის გმირების გამზირი #22).
სახურავების გადახურვა, ეზოს მოასფალტება, სასმელი წყლის, საკანალიზაციო სისტემების, კორპუსების ფასადების, ლიფტებისა და სადარბაზოების რეაბილიტაცია - ეს იმ სამუშაოების არასრული ჩამონათვალია, რაც აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. რამდენიმე პრიორიტეტულ მიმართულებას მუნიციპალიტეტი სრულად (100%) აფინანსებს.
პროექტის საერთო ღირებულების 90%-იანი თანადაფინანსების შემთხვევაში თვითმმართველობა სრულად ფარავს ამხანაგობების სოციალურად დაუცველი წევრების ფინანსურ წილსაც.
პროგრამა მოქალაქეებს მათივე საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით, მინიმალური ფინანსური თანამონაწილეობით მცირე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების საშუალებას აძლევს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.