ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გორის მერია - გორში ორი ახალი ქუჩა მოეწყობა

გორში ორი ახალი ქუჩა მოეწყობა. გორის მუნიციპალიტეტის მერმა ნიკა ღვინიაშვილმა ახალი ქუჩების სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა და მიმდინარე პროექტებს გაეცნო.
მათივე ინფორმაციით, ქუჩის მშენებლობა მდინარე მეჯუდის მარჯვენა სანაპიროზე მიმდინარეობს.
რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და გორის მერიის თანადაფინანსებით პროექტზე 2 მილიონამდე ლარი დაიხარჯება.
„გოგებაშვილის ქუჩის პარალელური სანაპირო ერთმანეთს პუშკინის ქუჩასა და ცხინვალის გზატკეცილს დააკავშირებს, რაც მნიშვნელოვნად განტვირთავს წმინდაწყლის დასახლებაში, ცხინვალის გზატკეცილზე საგზაო მოძრაობას.
პროექტით გათვალისწინებულია 1033 მეტრი ახალი გზის მშენებლობა, საფეხმავლოებითა და პანდუსებით.
რეაბილიტაცია ჩაუტარდება საყრდენ კედელს, მოეწყობა სანიაღვრე სისტემა, მოაჯირები, რეკრეაციული ზონა და დამონტაჟდება გარეგანათება.
კიდევ ერთი ახალი ქუჩა გვერდწითელის ქუჩის გაგრძელებაზე მოეწყობა. 204 მეტრი გზის მშენებლობაზე 800 000 ლარი დაიხარჯება.
სამუშაოები უკვე დაიწყო და ამ ეტაპზე გზის საფუძვლის მოწყობა ხორციელდება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.