ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გორის მერია - გორელ ახალგაზრდებს „TECHSKILLS BOOTCAMP 2024“ საზაფხულო ბანაკმა უმასპინძლა

გორელ ახალგაზრდებს „TECHSKILLS BOOTCAMP 2024“ საზაფხულო ბანაკმა უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, 15-იდან 19 წლამდე მოზარდები ბაკურიანში ხუთი დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ.
„პროექტის ფარგლებში ბანაკის მონაწილეები, რომლებიც კონკურსის წესით შეირჩნენ, ესწრებოდნენ სასწავლო კურსებს Web/Mobile Development მიმართულებით და მონაწილეობდნენ სამუშაო შეხვედრებში.
გარდა ამისა, ახალგაზრდებმა წარმოადგინეს საკუთარი იდეები. ორ საუკეთესო იდეის ავტორს გადაეცა პრიზები.
პროექტი კასპის ტექნოპარკის ორგანიზებით, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, კასპის, გორის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტების თანადაფინანსებით განხორციელდება.
„TECHSKILLS BOOTCAMP 2024“ რიგით მესამე საზაფხულო ბანაკია, რომელიც მიმდინარე წელს გორელი ახალგაზრდებისთვის გორის მერიის მხარდაჭერით მოეწყო“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.