ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გორთან ავტოსაგზაო შემთხვევას სამხედრო პოლიციის თანამშრომლის სიცოცხლე ემსხვერპლა

გორი-კვარხეთის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას სამხედრო პოლიციის თანამშრომელი ემსხვერპლა. შემთხვევა 24 ნოემბრის საღამოს მოხდა. ინფორმაციას რეგიონული მედია ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, ავტომობილში სამხედრო პოლიციის ორი თანამშრომელი იმყოფებოდა. მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გზიდან გადავარდა.
ტაბულას შსს-ში უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-6 მუხლით მიმდინარეობს. მუხლი ტრანსპორტის მოძრაობის ან უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.