„გორბი” – პარლამენტის არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს, ალოკაციის შემდეგ „ქართული ოცნება“ ხმათა 60.4%-ს მიიღებდა, „ენმ/სტრატეგია აღმაშენებელი“ – 12.6%-ს, „ლელო“ – 4.7%-ს

ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრის „გორბის“ მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, პარლამენტის არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს, ალოკაციის შემდეგ „ქართული ოცნება“ ხმათა 60.4%-ს მიიღებდა.
კითხვაზე „პარლამენტის არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას?“ – ალოკაციის შემდეგ პასუხები ასე გადანაწილდა:
„ქართული ოცნება“ – 60.4%
„ენმ/სტრატეგია აღმაშენებელი“ – 12.6%
„ლელო“ – 4.7%
„ევროპული საქართველო“ – 4.5%
„საქართველოსთვის“ – 3.7%
„გირჩი მეტი თავისუფლება-დროა“ – 3%
„ახალი“ – 1.6%
„ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩი“ – 1,4%
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – 0.9%
„მოქალაქეები“ – 0.6%
„ლეიბორისტული პარტია“ – 0.6%
„სხვა და არა-ალოცირებული“ – 6%
ამასთან, ტელეკომპოანია „იმედი“ გამარტავს, რომ პარტია „ახალი“ ოფიციალურად დაფუძნდა მას შემდეგ, რაც საველე სამუშაოები უკვე დაწყებული იყო, შესაბამისად ეს პარტია კითხვის პასუხებში არ იყო მითითებული. შედეგები, რომელიც წარმოდგენილია ამ პარტიის შესახებ, ეფუძნება რესპონდენტების მიერ სპონტანურად გაცემულ პასუხებს.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა, „გორბიმ“ საზოგადოებრივი აზრის კვლევა ტელეკომპანია “იმედის” დაკვეთით ჩაატარა.
11-18 მარტს, ქვეყნის მასშტაბით, პირისპირი ინტერვიუს მეთოდით გამოიკითხა 1711 რესპონდენტი, რომლის 68.4 %, ანუ 1170 სავარაუდო ამომრჩეველია.
ეს მაჩვენებელი, სავარაუდო ხმის მიცემის 2 შეკითხვაზე გაცემულ პასუხებსა და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისას ხმის მიცემის თვით გაცხადებული ისტორიის მიხედვით გამოვლინდა.
ცდომილების ზღვარი: +/- 3%

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ