არქივი14 ივნისი 2025, 19:23
გონიოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ახალგაზრდა ქალი დაიღუპა

გონიოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ახალგაზრდა ქალი დაიღუპა და ორი პირი დაშავდა.
ინფორმაცია ტაბულას შსს-ში დაუდასტურეს. გამოძიება სისხლის სამართლის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
გავრცელებული ცნობებით, მსუბუქი ავტომანქანა ერთ-ერთი სახლის წინ მდგომ სატვირთო ავტომანქანას დაეჯახა.
"ბათუმელების" ინფორმაციით, დაშავებულები კლინიკაში არიან გადაყვანილი და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 ივნისი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.