ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გომისმთამდე მისასვლელი გზის 21 კმ-მდე მონაკვეთის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს

გომისმთამდე მისასვლელი გზის 21 კმ-მდე მონაკვეთის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთის საავტომობილო გზის 21 კილომეტრამდე მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს აქტიურ რეჟიმში ახორციელბს.
პროექტი, რომლის ღირებულებაც 18.8 მილიონ ლარს შეადგენს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მის ფარგლებში დაგეგმილია: გზის საფარის და ხელოვნური ნაგებობების რეაბილიტაცია – განახლება, ადგილობრივ გზებთან მიერთებების, ავტობუსის გასაჩერებელი მოედნების და მგზავრთა მოსაცდელი პავილიონების მოწყობა. ასევე, გათვალისწინებულია საავტომობილო გზის საგზაო ნიშნებით აღჭურვა. მიმდინარე სამუშაოებს გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე პავლე გამყრელიძე და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ თალაკვაძე ადგილზე გაეცნენ.
Previous: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის “საცხოვრებელი სახლების დაზიანებული სახურავების გამოვლენის, აღრიცხვისა და თუნუქით უზრუნველყოფის პროგრამის’’ ფარგლებში, თუნუქის ფურცლის გაცემა დაიწყო

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.